ქართული ჯარის დღე: საქართველოს ხელისუფლებამ დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

© photo: Government of Georgia / FBხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის ძალებს დღეს დაბადების დღე აქვს. მისი შექმნა 29 წლის წინ დაიწყო და ის ამ დროის განმავლობაში ქვეყნის საიმედო საყრდენი გახდა.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოში დღეს ჯარის დღე აღინიშნება. დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის ძალების ათვლის ისტორია ზუსტად 29 წლის წინ დაიწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედანზე დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წლის დეკემბერში შეიქმნა, მაგრამ ჯარში გაწვევა 1991 წლის 30 აპრილს დაიწყო. სწორედ ამ დღეს აღინიშნება ქართული შეიარაღებული ძალების დღე.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
„ჯარი უხილავი მტრის წინააღმდეგ“ – თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა

ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მოამზადეს ვირტუალური გამოფენა „ჯარისკაცი უხილავი მტრის წინააღმდეგ“.

ფოტოგამოფენა ასახავს ქართული არმიის წვლილს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

საქართველოს თავდაცვის ძალები სხვა უწყებებთან თანამშრომლობით პირველივე დღიდან მონაწილეობს პანდემიის გავრცელების საფრთხის შემცირებისკენ მიმართულ ძირითად ღონისძიებებში და ამ პერიოდში საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალები კარანტინის პირობებს მთელ ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0