პაატა იმნაძე: ახლა ოჯახებში და ეკლესიებში შეკრების დრო არ არის

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის დაცარიელებული ქუჩები
თბილისის დაცარიელებული ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ შეახსენა მოსახლეობას, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად ოჯახურ კლასტერებს უკავშირდება.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ახლა არ არის არც სამეგობროში, არც ოჯახებში და არც ეკლესიებში შეკრებების დრო, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.

პაატა იმნაძის თქმით, დღეს არსებული კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად სწორედ ოჯახურ კლასტერებს უკავშირდება. 

ქალი პირბადითა და ხელთათმანებით - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას

„ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისკენ. არ არის დღეს არც სამეგობროს შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების, არც არსად გარეთ, მათ შორის, ეკლესიებში შეკრების დრო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირებულია 81 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა უახლოეს 2–3 კვირაში გაიზრდება.

გამყრელიძე: მერე მე დაგპატიჟებთ ყველას, ვიმხიარულოთ>>

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0