გახარია: შუქის ჩაქრობა და ლოდინი ძალიან მარტივია, მაგრამ რა ფასი ექნება ამას?

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა, ასევე იმაზე, თუ რატომ არ აცხადებს სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობას.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა საგანგებო მდგომარეობის შემოღება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა>>

გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შუქის ჩაქრობა და ლოდინი ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა. 

„ახლაც ვხედავთ ყოველდღიურად ეკონომიკური აქტივობა როგორ არის შესუსტებული. ამიტომ ვცდილობთ, დაბალანსებული ნაბიჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, თორემ მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საერთოდ, შუქის ჩაქრობა და ლოდინი ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ, ამას რა ფასი ექნება და ეს ყველაფერი როგორ დასრულდება, ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა სად იქნება? ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ–მინისტრის თქმით, პირველი პრიორიტეტი არის მოქალაქის ჯანმრთელობა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება

„ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. მეორე გახლავთ ჩვენი ეკონომიკა და მაქსიმალურად უნდა ვაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დარტყმა ეკონომიკაზე იყოს შერბილებული. მესამე პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში არსებული მარაგების მართვა და ლოჯისტიკა და მეოთხე პრიორიტეტი გახლავთ სამოქალაქო წესრიგი“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, დღეს ქვეყანა ეპიდემიის, ვირუსის გავრცელების შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და ამისათვის მზად უნდა იყვნენ როგორც მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები, ასევე მოქალაქეები.

შუაღამიდან დილამდე: რა მოხდა მსოფლიოში COVID 19-ის პანდემიის გამო - 16-17 მარტი>>

„რაც მთავარია, მნიშვნელოვანია გვესმოდეს როგორც მოქალაქეებს, ასევე კომპანიებს, ასევე ყველა იურიდიულ პირს – რეკომენდაციები, რომელიც მთავრობის მიერ გაიცემა, სავალდებულოა შესასრულებლად. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინაშე. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირი - Sputnik საქართველო
საკარანტინო წესების დარღვევაზე დამატებითი სანქციების დაწესება იგეგმება

პრემიერმა მოქალაქეთა ნაწილის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ამ ნაწილში უფრო მკაცრი ზომების საჭიროებას ხედავს“.

პრემიერი ასევე შეეხო ეკლესიის თემას. მან აღნიშნა, რომ საქართველო ჯერ არც იმ ეტაპზე არ არის, რომ ხელისუფლება რამე აკრძალვის ინსტრუმენტით ეკლესიის საქმიანობაში ჩაერიოს.

„მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაციები დახურულ სივრცეში ღონისძიებების არგამართვის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავაგრძელებთ. თუმცა, იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ სფეროში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, ჩვენ გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ და გავაგრძელებთ“, – განაცხადა გახარიამ.

სამღვდელოება კორონავირუსის წინააღმდეგ: სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ>>

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 34 ადამიანია, ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0