ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის გზა კვლავ დაკეტილია

© photo: Sputnik / Stringerსპეცტექნიკა გზაზე
სპეცტექნიკა გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთის საზღვრის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა 29 თებერვალს საღამოს ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ამჟამად დაწყებულია გაწმენდის სამუშაოები. არსებული რეჟიმი შენარჩუნებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0