Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით აკაუნტი გააუქმა

CC0 / Foter / Facebook-ის მომხმარებელი
Facebook-ის მომხმარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Facebook-ის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ამ ქმედების უკან „ქართული ოცნების“ მიერ მართული მთავრობა და სარეკლამო სააგენტო „პანდა“ გამოავლინა

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან და Instagram-დან საქართველოში შექმნილი 418 ყალბი ანგარიში წაშალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია მათ ვინაობასა და საქმიანობასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მამალაძის სავარაუდო შეწყალების შესახებ ინფორმაცია „ფეიკნიუსია“

„ფეისბუქის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ამ ქმედების უკან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მართული მთავრობა და სარეკლამო სააგენტო „პანდა“ გამოავლინა.

მათ მიერ შექმნილი გვერდები პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად, აქტივისტურ დაჯგუფებებად და მედიასაშუალებებად იყო შენიღბული, სადაც გვერდის ადმინისტრატორები და მფლობელები წერდნენ ადგილობრივ სიახლეებსა და ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ორგანიზაციების კრიტიკა.

საერთო ჯამში, „ფეისბუქმა“ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 22 ანგარიში გააუქმა. წაშლილი გვერდებიდან სულ მცირე ერთს ან მეტს დაახლოებით 442 300 მიმდევარი ჰყავდა. ხოლო, გაუქმებული ჯგუფებიდან ერთს ან რამდენიმეს დაახლოებით 52 ათასი მიმდევარი ჰყავდა. „ფეისბუქსა“ და „ინსტრაგრამზე“ მათ მიერ სხვადასხვა სახის რეკლამის განთავსებისთვის კი, 316 ათას აშშ დოლარამდე თანხაა დახარჯული.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ფეისბუქმა“ ასევე წაშალა აშშ-სა და ვიეტნამში შექმნილი ასობით ყალბი ანგარიში, ჯგუფი და გვერდი, რომლის უკან მდგარი პირებიც აშშ-ში დაფუძნებული მედიასაშუალება BL-ისა და მისი გვერდების მეშვეობით ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

ფეიკ-აკაუნტების დაბლოკვა 2017 წლის სექტემბრიდან რეგულარული გახდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის აპრილ-სექტემბერში ამერიკული კორპორაციის თანამშრომლებმა Facebook-ში დაახლოებით 3,2 მილიარდი ყალბი აკაუნტი გააუქმეს.

ქართული ფეიკები

იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია ფეიკ-აკაუნტებს იყენებს, არასამთავრობო ორგანიზაციები გასული წლის ზაფხულში ალაპარაკდნენ.

ანა ბელკინა - Sputnik საქართველო
RT-ს ტოპ-მენეჯერი: ფეიკნიუსები სხვადასხვა მიზეზით ჩნდება

საბაბი გახდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის Facebook-პოსტი, რომლითაც ის გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ. პრემიერმა ამ მოთხოვნას მიუღებელი უწოდა.

მას შემდეგ, რაც გადადგომის მომხრეებმა პოსტზე „სიცილაკების“ დადება დაიწყეს, იქ ფეიკ-აკაუნტების „ლაიკები“ გაჩნდა.

ყურადღების მისაქცევად არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამთავრობო კანცელარიასთან პერფორმანსი მოაწყვეს - ტერიტორია რეზინის ბოტებით, როგორც ფეიკ-აკაუნტების სიმბოლოებით, გაავსეს.

ყველა ახალი ამბავი
0