ბათუმში აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის ოთხი მონაწილე დღეს, დილით სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ბათუმში დღეს, დილით გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობის შესასვლელი გადაკეტეს და შიგნით არც ერთ თანამშრომელს არ უშვებდნენ. გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოთხი დემონსტრანტი დააკავეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

ხელბორკილის დადება - Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე დემონსტრანტები დააკავეს

დაკავებულებს შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზიც.

სასამართლომ გაათავისუფლა დაკავებულები, რათა მათ მიეცეთ საშუალება, გაეცნონ საქმის მასალებს და აიყვანონ ადვოკატები, რასაც ისინი ითხოვდნენ.

„არ ყოფილა პიკეტირება, ეს იყო ჩვენი პროტესტი და ამ ფორმით მისი გამოხატვის უფლება გვქონდა", – განაცხადა დაკავებულმა რეზო ხარაძემ.

შემდეგი პროცესი 19 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

როგორ ჩაიარა ახალი საპროტესტო ტალღის პირველმა ღამემ თბილისში>>

აჭარაში გამართული აქცია თბილისში დაწყებულ საპროტესტო ტალღას მოჰყვა, რომელიც, თავის მხრივ, პარლამენტში კონსტიტუციაში შესწორებების მიღების ჩავარდნის გამო დაიწყო. შესწორებები 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.

ყველა ახალი ამბავი
0