ერთი ფანჯრის პრინციპი: ორი სამინისტროს ორი სააგენტო ერთიანდება

გამოწერა
ქონების მართვისა და მომსახურების სააგენტოების გაერთიანების შედეგად შექმნილი ახალი უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაექვემდებარება.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაერთიანდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველო კვლავ რჩება ლიდერებს შორის

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – მომსახურების სააგენტო ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის, ბიზნესებისთვის უფრო მარტივი იყოს ამ სერვისებით სარგებლობა, ის ერთი ქუდის ქვეშ მოექცევა“, — აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ერთიანი უწყება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

თურნავა განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სხვა ტიპის გამარტივებებსაც მოიცავს, თუმცა მთავარი მაინც სტრუქტურული გამარტივება, ანუ ერთი ფანჯრის პრინციპია ყველანაირი სახის სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით.

 

ყველა ახალი ამბავი
0