მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენასამბლეა საქართველოში პირველად გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე გლობალური მნიშვნელობის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური ასამბლეა თბილისში პირველად 2020 წელს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პრესსამსახურის განცხადებაში.

შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურ საბჭოზე ბრიუსელში. საქართველოს გარდა, კანდიდატებს შორის იყვნენ სინგაპური, მელბურნი, ტოკიო, სან-პაულო და რომი.

გაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან - Sputnik საქართველო
„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

„აღსანიშნავია, რომ არა მარტო საქართველოს დედაქალაქს, არამედ არცერთ პატარა ქვეყანას არასდროს ჰქონია პატივი ემასპინძლა ისეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის ღონისძიებისთვის, როგორიც მსოფლიო პროფკავშირების მთავარი მმართველი ორგანოს - გენერალური საბჭოს სხდომაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 120 ქვეყნის წარმომადგენელი და პირველი პირი ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე გლობალური მნიშვნელობის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი 2015 წელს გახდა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC PERC -ის) გენერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ITUC PERC - ევროპის პროფკავშირების ორგანიზაციაა, რომელიც პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ფარგლებში ფუნქციონირებს.

პეტრიაშვილის კანდიდატურა ITUC PERC-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, დანიისა და ლიეტუვის პროფკავშირებმა წარადგინეს. ამ პოსტზე მან რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის თავმჯდომარე მიხაილ შმაკოვი შეცვალა.

„მუშები 24 საათი მუშაობენ და იღუპებიან" – პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ >>

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია 2006 წელს თავისუფალი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და შრომის მსოფლიო კონფედერაციის გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ამჟამად კონფედერაციაში შედის 330-ზე მეტი წევრი ორგანიზაცია, რომელიც 163 ქვეყნის 207 მილიონ მუშას წარმოადგენს. საქართველო პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციაში პროფკავშირების გაერთიანებით არის წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0