ბავშვებზე ზრუნვა საქართველოში მრავალმხრივი გახდება

გამოწერა
ბავშვის უფლებათა კოდექსი საქართველოში ბავშვების ძალადობისა და სიღარიბისგან დაცვის, მათი კეთილდღეობის დაცვის თვისობრივად ახალ გარანტიებს ქმნის.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა წამოიწყეს ახალი მასშტაბური კამპანია, რომლის მიზანიც არის – რეგიონების მოსახლეობას გააცნოს ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამები.

პროგრამები შემუშავებულია „ბავშვის უფლებათა კოდექსის" ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დამტკიცდა და 2020 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. ბავშვის უფლებების დაცვაზე კანონის მიღება გაეროს ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა.

სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა გაეროში ჯანდაცვის სფეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

„მივესალმები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივას კოდექსის რეგიონებში, მოსახლეობის ჩართულობით განხილვის შესახებ. მოქალაქეების ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რათა განისაზღვროს, თუ რა სიახლეები შემოაქვს კოდექსს და რა არის ის პრაქტიკული ინსტრუმენტები და პროგრამები, რომლებიც შეიძლება თვითმმართველობებმა დანერგონ ამ კანონმდებლობის შესაბამისად", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ამა თუ იმ რეგიონისთვის ყველაზე შესაფერის პროგრამებს თავად ადგილობრივი მცხოვრებნი შეარჩევენ.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება ბავშვები, რომლებმაც იციან თავიანთი უფლებები და ამავდროულად აცნობიერებენ პასუხისმგებლობას თავისი ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე.

„დღევანდელი პრეზენტაციით ვიწყებთ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. ჩვენ ჩავალთ რეგიონებში და ადგილზე ვკითხავთ მოქალაქეებს, რომელ პროგრამებს ანიჭებენ უპირატესობას. მუნიციპალიტეტებში ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – ბიუჯეტისა და დონორული დახმარების თანხები რა მიმართულებით დაიხარჯება მათი შვილების უკეთესი დაცვისთვის“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კოდექსის ფარგლებში შემუშავებულია ათი პროგრამა:

ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა

სიმინდის გამყიდვლები პლაჟზე - Sputnik საქართველო
გახარიამ გაამხილა, როგორ შეებრძოლება მისი მთავრობა სიღარიბეს

პროგრამა მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ოჯახებისთვის, მშობლებისთვის დასაქმებისა და გადამზადების შესაძლებლობების შეთავაზებას დასაქმების მიზნით; ბავშვების მხარდაჭერას გაცდენილი სასწავლო პროგრამების დაძლევის მიზნით შესაბამის სკოლასთან კოორდინაციის გზით; ბავშვის ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამაში, ასევე ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებს.

კონსულტაციები მშობლებისთვის

პროგრამა მოიცავს მშობლების კონსულტირებას ფეხმძიმობის პერიოდში და ბავშვის დაბადების პირველ წელს; ოჯახური თანაცხოვრების, ბავშვის ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე, ასევე ფსიქოლოგის მომსახურებას კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევების გასავითარებლად როგორც მეუღლეებს შორის, ასევე ბავშვებთან მიმართებით; მშობლების კონსულტირებას ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებულებაზე სარეაბილიტაციო კურსებს შემდგომი დასაქმების ხელშეწყობით.

ძალადობისგან ბავშვების დაცვა

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ძალადობის პრევენციას, მოძალადეთა ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლისა და ძალადობრივი ქცევის მიზეზების აღმოფხვრისკენ მიმართულ სამედიცინო და ფსიქოსოციალური თერაპიისა და კონსულტაციის კურსებს.

ბავშვის ჯანმრთელობის დაცვა

ძალადობა - Sputnik საქართველო
ბავშვთა უფლებებს საქართველოში ახალი კოდექსი დაიცავს

პროგრამა მოიცავს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ პრევენციულ, საკონსულტაციო, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების და იმუნიზაციის ღონისძიებებს; სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ინსტრუმენტებს; დანაშაულის შედეგად დაზარალებულ მსხვერპლ და მოწმე ბავშვთა ჯანდაცვის ღონისძიებებს.

ბავშვის განათლების მხარდაჭერა

პროგრამით გათვალისწინებულია ბავშვის განათლების მხარდამჭერი ფორმალური და არაფორმალური განათლების კურსები და სემინარები. ამ პროგრამის მიზანია მშობლიური ენის და ქვეყნის ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების, ასევე განსხვავებული კულტურისა და ცივილიზაციების პატივისცემის გრძნობის განვითარება; ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებლობის და პატივისცემის განვითარება; ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარება, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარების განვითარება.

ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა

აღნიშნული პროგრამა მოიცავს სპორტული და გასართობი ხასიათის ღონისძიებების ხელშემწყობ მიმართულებებს; სასკოლო ან შრომით ვალდებულებებთან და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებს, ბავშვთა დასვენების პროგრამებს, ბავშვთა საკონსულტაციო პროგრამებს, კულტურულ და სახელოვნებო პროგრამებს, წინაპროფესიული უნარების განმავითარებელ პროგრამებს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: კახეთში მუშახელის ძალიან დიდი ნაკლებობაა ყველა სექტორში

ბავშვის მოხალისეობის პროგრამა

მოიცავს ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგარო, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. მისი მიზანია ბავშვის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის გამომუშავება; სოლიდარობის და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.

დედათა და ბავშვთა თავშესაფარი

პროგრამა მოიცავს თავშესაფარში ყოფნის პერიოდში კვებით უზრუნველყოფას; ბენეფიციარების ტანსაცმლით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით მომარაგებას; ბენეფიციარების პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას. საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. მშობლებისა და ბავშვების ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას.

ოჯახის მხარდაჭერის დღის ცენტრი

ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტო იქმნება

პროგრამა ითვალისწინებს დღის განმავლობაში, ცენტრში ყოფნის პერიოდში ბავშვის კვებით უზრუნველყოფას; ბავშვის პირადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას; აკადემიური საჭიროებების გამოვლენას და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვას; კულტურულ და სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას. საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.

სპორტული აქტივობების პროგრამა

პროგრამის მიზანია ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0