„რუსთავი2“-ის საქმე: სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტი გაბუნია პროკურატურაში გამოიძახეს

© photo: Giorgi Gabunia / FBგიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გაბუნია, რომელიც „რუსთავი 2“-დან „მთავარ არხზე“ გადავიდა, პროკურატურაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გამოიძახა სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, რომელმაც ივლისის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა.

გაბუნიამ „სახელი გაითქვა“ არა მხოლოდ 7 ივლისის ღამეს, როდესაც თავის საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე რუსულად აგინა პუტინსა და მის გარდაცვლილ მშობლებს.

ახალი ტელევიზია „ფორმულის“ გენერალური დირექტორის დაკითხვა 9 საათს გაგრძელდა>>

გაბუნია საგამოძიებო ორგანოში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi. პროკურატურა გაბუნიათი „რუსთავი2“-ის თანხების გაფლანგვის საქმის ფარგლებში დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც ტელეარხმა 18 ივლისს მფლობელები შეიცვალა, გამოირკვა, რომ არხს დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. თუმცა, გამოძიება უფრო ადრე დაიწყო – როდესაც ერთ–ერთმა ადრინდელმა თანამფლობელმა ნინო ნიჟარაძემ მიმართა გამოძიებას. პროკურატურას მიმართა ასევე ტელეკომპანიის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამაც.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია ახალი ტელეკომპანიის დირექტორი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

საქმის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა. 

გვარამიას გარდა საქმეში ფიგურირებს ტელეარხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. დამენიას ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არხის „ქონებრივი უფლების გაფლანგვა“.

Rustavi 2-ის გენდირექტორი ვალებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს>>

გვარამიას ბრალი ედება „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
რა მოხდება „რუსთავის 2“–თან დაკავშირებით? – პრემიერი მედიის თავისუფლების გარანტიას იძლევა

პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სახით უკვე იმყოფებოდნენ „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ლაფერაშვილი.

პროკურატურაში ასევე გამოიძახეს ზურაბ გუმბარიძე – კომპანია „ინტერმედიის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც, როგორც „ინტერ მედია პლუსი“, „რუსთავი2“-ის კონტრაქტორი იყო.

გუმბარიძე ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალური დირექტორია, რომელმაც ამ დღეებში უნდა დაიწყოს სრულფასოვანი ფუნქციონირება.

უკვე გადის ეთერში ახალი ტელევიზია „მთავარი არხი", რომლის საკონტროლო წილი გვარამიას ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0