ქართველი მეცნიერები 100-მილიარდიან ბიუჯეტზე წვდომას მიიღებენ

© Sputnik / STRINGERლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მეცნიერები ასობით საერთაშორისო გრანტზე პირდაპირ წვდომას მიიღებენ და შეძლებენ ურთიერთობას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკომისიის ინიციატივის EURAXESS წევრი, რომელიც მეცნიერების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და რომლის ბიუჯეტიც 100 მილიარდ ევროს აღწევს, განაცხადა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ.

საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა და პორტალი შეიქმნება>>

ზვიად გაბისონიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ პატრიკ ჩაილდმა ბრიუსელში შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

„უკვე გაჩნდა ბევრ უმნიშვნელოვანეს პროექტში ქართველი მეცნიერების, ასევე სამეცნიერო ინსტიტუციების ჩართვის შესაძლებლობა. ეს ეხება პრაქტიკულად ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ქართულ მეცნიერებას დაახლოებით 100 მილიარდამდე ბიუჯეტზე გაუჩნდება წვდომა", – აღნიშნა გაბისონიამ.

ამგვარად, ქართველი მეცნიერები და ქართული ინსტიტუტები შეძლებენ ევროკავშირის კვლევით პროექტებში მონაწილეობას, რაც აქამდე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისში მეცნიერების განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობენ

ევროპული ინიციატივა EURAXESS ითვალისწინებს კვლევების ჩატარებას, მეცნიერების კარიერული ზრდის ხელშეწყობას, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებას.

„მას შემდეგ, რაც EURAXESS Georgia დაფუძნდება და შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა, ევროკავშირის აღნიშნულ პროექტებზე პირდაპირი წვდომა გვექნება", – აღნიშნა გაბისონიამ.

მალე შეიქმნება პორტალი EURAXESS-Georgia, რომელიც ინტეგრირებული იქნება EURAXESS-ის პანევროპულ ელექტრონულ სისტემაში. სისტემაში ჩართულია მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყანა.

EURAXESS-ის წევრობა ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, 500-ზე მეტი ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო და შიდა გრანტებზე ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა. ისინი შეძლებენ ურთიერთობას 15 ათასზე მეტ წამყვან უნივერსიტეტთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებულ კომპანიებთან.

ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბახტაძე: საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროკავშირის წევრია

საქართველოში მიმდინარეობს განათლების მასშტაბური რეფორმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მეცნიერების სფერო. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს.

რეფორმა ოთხ წელიწადს გასტანს. იგი მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას განათლების ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის დაინერგება ევროპული კვლევების საბჭოს სტანდარტები (ERC-სტანდარტები), ბლოკჩეინი და 3D-ტექნოლოგიები, გაძლიერდება კვლევების შედეგების შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტების როლი.

სახელმწიფო სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების, ასევე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წვდომას ELSEVIER-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან. ეს არის სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო საინფორმაციო პროდუქტებისა და მომსახურების წამყვანი მსოფლიო მომწოდებელი. კომპანია თანამშრომლობს გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებასთან და აქვეყნებს 2,5 ათასზე მეტ ჟურნალსა და 20 ათასზე მეტი დასახელების წიგნს.

წარმატებულ ქართველ მეცნიერ-ემიგრანტებს საქართველოში პირველ სამეცნიერო ფორუმზე მოიწვევენ>>

განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის Georgian Science-ის გამოცემა. სარედაქციო კოლეგიის წევრები იქნებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები.

ყველა ახალი ამბავი
0