„თელავინო-2019“ შემოდგომის ღვინის ფესტივალების ტოპ-ხუთეულში მოხვდა

© Sputnik / Denis Aslanovღვინის ფესტივალი გურჯაანში
ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის ფესტივალი ქალაქ თელავში ტარდება

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართული ფესტივალი „თელავინო“ შევიდა ხუთი საუკეთესო ღვინის ფესტივალის ჩამონათვალში, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე დსთ-ს და მეზობელ ქვეყნებში იმართება, ჩმონათვალი ანალიტიკურმა სააგენტო TurStat-მა შეადგინა.

ღვინის ფესტივალი „თელავინო 2019“ კახეთში ოქტომბერში გაიმართება >>

ტრადიციული ფესტივალი „თელავინო“კახეთის რეგიონში, თელავის ისტორიის მუზეუმში, ქართველი მეფის ირაკლი მეორის სასახლეში, 5 ოქტომბერს გაიმართება. მისი მიზანია ქართული მეღვინეობის, აგრეთვე ღვინისა და ვაზის კულტურის პოპულარიზაცია.

ვენახები საგურამოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ში ყურძნის ქართულ ჯიშებზე ისაუბრებს

ღონისძიების სტუმრები დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინოს და ეროვნული სამზარეულოს ტრადიციული კერძებს.

ფესტივალი კახეთის მეღვინეების გილდიის მიერ 2014 წელს დაარსდა. ტრადიციის თანახმად, იგი რთველის ბოლოს იმართება.

შემოდგომის ღვინის ფესტივალების ტოპ-ხუთეულში ასევე შედვიდა ბროწეულის დღესასწაული აზერბაიჯანში, ახალგაზრდა ღვინის ფესტივალი სომხეთში (არენში), ღვინის ეროვნული დღე მოლდოვაში და უზბეკეთში მეღვინეობის ხელოვნების ფესტივალი.

ყველა ახალი ამბავი
0