ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა: ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerწვიმა ბათუმში
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია, რის შედეგადაც ქუჩებში საცობებია. 

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

დატბორილია თაყაიშვილის, კომახიძის, მახარაძის, აღმაშენებლის, ინასარიძისა და 26 მაისის ქუჩები.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ქალაქში მობილური ჯგუფები და ტექნიკა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მუშაობენ. მიმდინარეობს არხებისა და ჭების გაწმენდა.

 „ამ ეტაპზე სანიაღვრე ჭებს აწესრიგებენ, იმისათვის რომ ჭებმა გამტარუნარიანობა არ დაკარგოს ზედაპირზე ნაგვის მოგროვების გამო. მთელი საღამოს პერიოდში ეს ჯგუფები იმ უბნებში დარჩებიან, სადაც დატბორვის საშიშროებაა“, — აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე ეს პირველი შემთხვევა არ არის. ძლიერი წვიმის დროს იქაურობა ყოველთვის იტბორება, რადგან სანიაღვრე არხები წყლის დიდი ნაკადია გატარებას ვერ ასწრებს.

ტელეკომპანიის ცნობით,  ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია, რის გამოც ქუჩებში საცობებია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0