იულია სუსლიაკის ადვოკატი საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელს ამზადებს

გამოწერა
იულია სუსლიაკი საქართველოში ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ტრეფიკინგის ბრალდებით აპრილში დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს და სტრასბურგის სასამართლოს ერთ თვეში მიმართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადვოკატ ზურაბ თოდუას განმარტებით, იულია სუსლიაკის დაკავებით ევროპული კონვენციის ორი მუხლი დაირღვა.

„საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფისა და მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევასთან. ეს არის უკანონო პატიმრობაში მოთავსება და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხედ საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად, სავარაუდოდ, უკრაინის სახელმწიფოც უნდა იყოს", – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

უკრაინის 37 წლის მოქალაქე იულია სუსლიაკი 8 აპრილს მოსკოვიდან საქართველოში ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

112-ის ბრიგადა ქუთაისში - Sputnik საქართველო
სუსლიაკის ადვოკატი: გამაჩნია იულიას შვილების მიმართ არც ისე კარგი მოპყრობის ვიდეოკადრები

მან მასმედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება იმან დააეჭვა, რომ ათი ბავშვიდან რამდენიმე ერთი და იმავე ასაკის იყო. იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.

საქართველოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ იულია მხოლოდ ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, დანარჩენები კი სუროგატი დედების გაჩენილი ბავშვები არიან. რაც შეეხება იური სუსლიაკს, ის ყველა ბავშვის მამაა. ეს ოჯახის ადვოკატის მთავარი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვების ყიდვა-გაყიდვაზე საუბარი ზედმეტია და, შესაბამისად, იულია უდანაშაულოა.

უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული: „იულია სუსლიაკზე გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს“>>

სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. მის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს თავად ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

ყველა ახალი ამბავი
0