საქართველოში ვერტმფრენების საფრენი მოედნებისთვის ადგილებს შეარჩევენ

გამოწერა
ვერტმფრენების საფრენ მოედნებს მოაწყობენ იქ, სადაც შეუძლებელია თვითმფრინავებისთვის ასაფრენი ზოლების აშენება

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით ქვეყნის ტერიტორიაზე ვერტმფრენებისთვის ასაფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობებს შეისწავლიან, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

სამუშაო ჯგუფი ამა წლის ივნისში შეიქმნა და მასში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებთან და სპეციალისტებთან ერთად საქაერონავიგაციის წარმომადგენლები შედიან.

ვერტმფრენი მთებში - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში Wucher Helikopter Gmbh-ის ვერტმფრენები იფრენს

სპეციალისტები არჩევენ ყველა იმ გეოგრაფიულ წერტილს, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია აეროდრომის აშენება, მაგრამ სამაშველო, სანიტარიული, ტურისტული და საავიაციო სამუშაოებისთვის მიზანშეწონილია არარეგულარული საჰაერო გადაზიდვები.

სამუშაო ჯგუფი სწავლობს რელიეფს, არსებულ მაღლივ დაბრკოლებებს, შეფრენა-გაფრენის ზონებში არსებულ შენობა-ნაგებობებისა და გაბატონებული კლიმატური პროცესებს (ქარის მიმართულება).

ამ დროისთვის სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. ექსპერტებმა შეარჩიეს 57 წერტილი - 28 კახეთში და 29 - მცხეთა მთიანეთში. ამჟამად სპეციალისტებში რაჭას სწავლობენ.

ადგილების შესწავლის სამუშაოების დასრულების შემდეგ სპეციალისტებია მოამზადებენ დეტალურ ანგარიშსა და ელექტრონულ რუკას, რომელიც გამოქვეყნდება სამოქალაქო ავიაციის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - ცეცხლთან ბრძოლაში ვერტმფრენი ჩაერთო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოამზადა ცვლილების პროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში, რომლის თანახმადაც ჩნდება საფრენი მოედნის განმარტება.

აღნიშნული ცვლილებით, საფრენი მოედნები არ გაივლის სერტიფიცირების კომპლექსურ პროცესს. მოხდება მხოლოდ მათი რეგისტრაცია, ვერტმფრენის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების გათვალისწინებით.

ვერტმფრენის საფრენი მოედნის მოწყობა და ექსპლუატაცია, აეროდრომისაგან განსხვავებით, არ საჭიროებს დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს. ვერტმფრენს, თვითმფრინავისგან განსხვავებით, რთულად მისადგომ ადგილებზე საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობით და მოქნილობით ხასიათდება.

საფრენი მოედნის მოწყობა შესაძლებელია ბუნებრივ-საფარიან ზედაპირზეც, სადაც ასევე არ არის საჭირო სამგზავრო ტერმინალისა და სხვა დამხმარე ნაგებობის აშენება, აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ყველა ახალი ამბავი
0