თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით სამგზავრო მატარებელს ამატებს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამატებითი მატარებელი საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით დაინიშნა.
უწყების ცნობით, მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
გასვლა თბილისიდან – 09:05 საათი;
ჩასვლა ბათუმში – 14:42 საათი;
გამოსვლა ბათუმიდან – 18:30 საათი;
ჩამოსვლა თბილისში – 00:07 საათი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით, ასევე, ვებგვერდებზე: Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge, სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.