საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

© photo: Salome Zourabichvili / FBმუხათგვერდის სასაფლაო
მუხათგვერდის სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველმა პირებმა თანაგრძნობა გამოუცხადეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა პირები, ოპოზიციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 11 წლისთავს აღნიშნავენ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ.

შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თბილისში მუხათგვერდის სასაფლაო, სადაც 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ასვენია, მთავარი ადგილი გახდა, სადაც დილიდან მოდიან პოლიტიკოსები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.

„დღევანდელი დღე დიდი ტკივილი და მოუშუშებელი ჭრილობაა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარია, რომ ომი არ განმეორდეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ომი არასდროს გამეორდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში გარანტირებული იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება. ეს იყო ამ ადამიანების (დაღუპულთა - რედ.) ოცნება. ეს არის იდეა, რისთვისაც ისინი დაეცნენ. მათი შვილები და ოჯახები ემსახურებიან მშვიდობას და უსაფრთხოებას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს უკეთესი მომავლის აშენებას", - აღნიშნა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

© photo: Salome Zourabichvili / FBქვეყნის პირველმა პირებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს - Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველმა პირებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„დღეისთვის ჩემი მთავარი მოვალეობაა ვიფიქრო, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს (ომი - რედ.) არასდროს განმეორდეს, რომ ქვეყანამ კიდევ ერთხელ არ გადაიტანოს ეს ძალიან მძიმე მოვლენა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს ქვეყანაში სახელმწიფო დაწესებულებებზე საქართველოს დროშები დაშვებულია. არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებს მართავენ.

© photo: Salome Zourabichvili / FBსაქართველოს პირებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს - Sputnik საქართველო
საქართველოს პირებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის შესახებ, ჯარი ორი მიმართულებით შემოიყვანა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება კონტროლქვეშ აიყვანა.

საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს მიიღეს ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0