პროკურორი: დასტურდება, რომ მელია მომიტინგეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ნიკა მელია ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე მომიტინგეებს ნებისმიერი, მათ შორის ძალადობრივი გზით პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდებდა, განაცხადა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე, სადაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
პარლამენტში ხმაურია: დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ

ნიკა მელია კარგად ჩანს როგორც მედიასაშუალებებით, ისე ადამიანების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებულ კადრებში, აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ უამრავი მასალის დამუშავება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე შეიცავს ძალიან ბევრ, მათ შორის ელექტრონულ ინფორმაციას, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ასლის დამზადება, რათა დაცვის მხარეს გადაეცეს. მისი თქმით ადვოკატს ყველა მტკიცებულება, რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მოპოვებული, 15:00 საათზე გადაეცემა.

ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს>>

„საუბარია მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებს არა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ის ტელევიზიების წინ გამოსვლისას მეგაფონით მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მშვიდობიანი გზით, ხელებაწეული, არამედ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს მოუწოდებდა, ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შესვლისკენ. საქმეში ასევე მოიპოვება ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება ნიკა მელიას მონაწილეობა“, – განაცხადა გულუაშვილმა.

პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებათა შეკრებისას სრულად არის დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას მხარდამჭერები პარლამენტთან იკრიბებიან

„ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით“, – განაცხადა გულუაშვილმა.

დეპუტატ ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა.

საპროტესტო აქცია 20 ივნისს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის თბილისში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, თავდაპირველად მშვიდობიანი ხასიათისა იყო, მაგრამ 22:00 საათისთვის აქციის მონაწილეთა ჯგუფი, ძალის გამოყენებითა და პოლიციელებზე თავდასხმით, პარლამენტის შენობის შტურმით აღებას შეეცადა. პოლიციამ აქცია ორი საათის შემდეგ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

ყველა ახალი ამბავი
0