03:16 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
თბილისის საკრებულო

ჩვეულებრივი რუტინა: რატომ არ დაესწრება საკრებულოს სხდომას ოპოზიცია

© Sputnik / Ekaterina Mikaridze
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (341)
86 0 0

თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს, 16.00 საათზეა დაგეგმილი.

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გოკა გაბაშვილის განაცხადებით, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ასევე როცა აქციაზე დაკავებული პირები კვლავ არ არიან თავისუფალი, საკრებულოს რუტინული სხდომების გამართვა და მასზე ოპოზიციის დასწრება არალოგიკური და არასწორია.

„მეხუთე დღეა მიმდინარეობს უწყვეტი პროცესი, ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების, პოლიტიკური პარტიების, არაპარტიული ხალხის. ეს არის ზეპარტიული, დიდი პროცესი. ამ ვითარებაში, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობს, როდესაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საზოგადოების არის გახარიას გადადგომა, რომელიც შესრულებული არ არის, სანამ ჯერ კიდევ ადამიანები იმყოფებიან საპყრობილეში, მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ჩვეულებრივი რუტინული სხდომების გამართვა და, მით უმეტეს, მასზე ჩვენი დასწრება არის აბსოლუტურად არასწორი და არალოგიკური“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისი თქმით, ფრაქცია ამ პროცესის სრული მონაწილეა და მათთვის ამ ეტაპზე საკრებულოს სხდომებზე დასწრება არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს.

თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძემ ასევე განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომაზე დასწრებას არც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აპირებენ.

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (341)

მთავარი თემები