შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმდინარე მოვლენები სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმად შეაფასა. 

თბილისი, 20 ივნისი − Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებით მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და მოუწოდა, დაემორჩილნენ სამართალდამცავებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა.

 „შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა, და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმდინარე მოვლენები სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმად შეაფასა. 

© photo: courtesy of TV4საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს  - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

ამ დროისათვის ვითარება რუსთაველის პროსპექტზე და უკიდურესად დაძაბულია. მიტინგის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პარლამენტის ეზოში შეაღწიეს.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

პარლამენტთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობენ ხალხის მასის შეკავებას. ვითარება ძალიან დაძაბულია. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი აქტივისტები და მომხრეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი თბილისელები. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფება.


ყველა ახალი ამბავი
0