პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“: რა მისწერეს ავღანეთში ქართველ სამხედროებს უმცროსკლასელებმა

© FB / Ministry of Defence of Georgiaავღანეთში სამხედროებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს
ავღანეთში სამხედროებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის საპასუხო ბარათები მოამზადეს, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემათ.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში შეგროვილი მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილები ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჩავიდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თამარ კიკნაძე - Sputnik საქართველო
ყველაზე მამაცი ბებია – პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლებში ბავშვების მიერ შედგენილი წერილები იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ შეაგროვა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონია დისლოცირებული.

„წერილებში მოსწავლეების შეკითხვები ძირითადად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების საქმიანობას შეეხებოდა. პატარებმა ჯარისკაცებს სამშობლოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებაც უსურვეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის საპასუხო ბარათები მოამზადეს, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემათ.

ქართველი სამშვიდობოების როტაცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
საქართველომ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში როტაცია განახორციელა

სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე" დისლოცირებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს.

„წერილები ჯარისკაცებს" რამდენიმე სამინისტროს, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.

პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“  მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

ყველა ახალი ამბავი
0