შვიდი მეტრით მაღალი: მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლე დადგინდა

© photo: Sputnik / courtesy of Miho Neimanმყინვარწვერი
მყინვარწვერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც აღმოჩნდა, მყინვარწვერის აბსოლუტური სიმაღლე 5054 მეტრია.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საპილოტე პროექტის ფარგლებში საქართველოში მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლე დადგინდა, იუწყება ტელეჯომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი დღის განმავლობაში ექსპედიციის წევრებმა გეოდეზიური ხელსაწყოების და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთის სტრუქტურა გამოიკვლიეს.

დაშბაშის კანიონი - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ საქართველოში, დაშბაშის კანიონში უნიკალური შუშის ხიდი აიგება

როგორც აღმოჩნდა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე აღმართული მყინვარწვერის აბსოლუტური სიმაღლე 5054 მეტრია, მანამდე კი ითვლებოდა, რომ მისი სიმაღლე 5047 მეტრი.

„საბჭოთა პერიოდში მწვერვალები შორიდან, ძალიან უხეშად იზომებოდა. მიახლოებით იყო ცნობილი, რა სიმაღლისაა ესა თუ ის მთა. შემდეგ დაიწყეს ბარომეტრის გამოყენება, ვინაიდან გეოდეზიური ხელსაწყოთი ამ მანძილზე სიარული რთული იყო. არსებობს ერთიანი საერთაშორისო სისტემა, რომელიც აღიარებულია საქართველოს საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ, და ამ სტანდარტული მეთოდით გამოვიანგარიშეთ მთის სიმაღლე, რომელიც 5054 მეტრი აღმოჩნდა“, - აცხადებს „კავკასიის სკი ტურინგის ქსელის“ წევრი გიორგი გოცირიძე.

აქამდე მყინვარწვერის სიმაღლის შესახებ რამდენიმე მონაცემი არსებობდა, რომლებიც  განსხვავებული ტექნიკით საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო მიღებული.  ეს კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთის სიმაღლის გაზომვის პირველი შემთხვევაა.

ყველა ახალი ამბავი
0