10:08 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
შავი ზღვის სანაპირო ზოლის მაშველები

„ნაცმოძრაობის“ წევრი ბოდიშს იხდის მაშველი გოგონების მიმართ კომენტარისთვის

© photo: Emergency Management Service / FB
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
134 0 0

სოციალურ ქსელში კომენტარის გამო დუმბაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი რომა დოლაბერიძე დაუპირისპირდა.

თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძეს ბოდიშის მოხდა მოუწია სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო მაშველი გოგონების მიმართ, იუწყება „პირველი არხი“. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აჭარის სანაპირო ზოლზე ქალ მაშველთა რაზმი ჩამოაყალიბა, რომელშიც ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები შედიან. უწყების ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი და მალე მათ ოცამდე ქალი მაშველი დაემატება.

„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ“, – დაწერა საკრებულოს წევრმა მაშველ გოგონებთან დაკავშირებით.

აღნიშნული კომენტარის გამო დუმბაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი რომა დოლაბერიძე დაუპირისპირდა.

დოლაბერიძის თქმით, ის საკრებულოს სხდომაზე სწორედ ნოდარ დუმბაძის მხრიდან დისკრიმინაციული განცხადების გასაპროტესტებლად მივიდა, თუმცა სხდომაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

„შენ, როგორც საკრებულოს წევრს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა“, – მიმართა დოლაბერიძემ დეპუტატს.

ნოდარ დუმბაზე ამბობს, რომ მხოლოდ იხუმრა, თუმცა მაინც იხდის ბოდიშს, „თუ ის საზოგადოებისთვის მიუღებელია“.

„ეს კომენტარი მეგობრის სტატუსზე დავწერე, რომელიც მაშველი გოგონების პროფესიონალიზმზე საუბრობდა, არ მქონია არანაირი ცუდი განზრახვა, ეს იყო ხუმრობა, მაგრამ თუ საზოგადოებაში ეს აღქმულია, როგორც დისკრიმინაცია ან სექსისტური განცხადება, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს“, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მაშველი გოგონების გამოჩენის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა.

 

მთავარი თემები