საქართველომ მშვიდობის გლობალურ ინდექსში პოზიციები გაიუმჯობესა

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანა ინდექსში 2015 წლის შემდეგ პირველად დაწინაურდა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველო „მშვიდობის მსოფლიო ინდექსში" (Global Peace Index) 163 ქვეყანას შორის 99-ე ადგილზე განთავსდა. ინდექსი ქვეყანაში ცხოვრების უსაფრთხოების დონეს განსაზღვრავს.

რეიტინგში საქართველო პაპუა–ახალ გვინეასა (98-ე ადგილი) და გვინეას შორის (100) განთავსდა. 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა, რაც 2015 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მაშინ საქართველოს 79-ე პოზიცია ეკავა.

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა>>

ამასთან, საქართველო რეგიონში თავის მეზობელ ქვეყნებს უსწრებს. სომხეთმა რეიტინგში 118-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა – 130-ე, თურქეთმა – 152-ე. რუსეთი კი ნაკლებად მშვიდობისმოყვარე ქვეყნების ათეულში მოხვდა – 154-ე ადგილზე.

უკვე ცხრა წელია, მსოფლიო პოლიტიკაში არააგრესიულობის, ქვეყანაში ძალადობის დაბალი დონის, პოლიტიკური სტაბილურობის მაღალი დონისა და მოქალაქეების უფლებების უზრუნველყოფის წყალობით ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ისლანდია მიიჩნევა. ტოპ-ათეულში შედიან ასევე ახალი ზელანდია, ავსტრია, პორტუგალია, დანია, კანადა, ჩეხეთი, სინგაპური, იაპონია და სლოვენია.

ელგუჯა ხოკრიშვილი - Sputnik საქართველო
ხოკრიშვილი: საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს

რეიტინგში ბოლო ადგილი, უკვე მესამე წელია, ავღანეთს უკავია. აუტსაიდერებს შორის ასევე მოხვდნენ სირია, სამხრეთ სუდანი, ერაყი, სომალი, იემენი, ლიბია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნების უმრავლესობამ ბოლო წელიწადში გაიუმჯობესა პოზიციები „მშვიდობის გლობალურ ინდექსში", რისი წყალობითაც ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა.

„მშვიდობის გლობალურ ინდექსი" – ეს არის კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ახასიათებს. რეიტინგი 22 ინდიკატორის შეფასების გზით ყალიბდება. გათვალისწინებულია როგორც შიდა ფაქტორები, მაგალითად, ძალადობის დონე ქვეყანაში, დანაშაულის, იარაღის რაოდენობა, ისე გარე ფაქტორები – ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობები, სამხედრო ხარჯები და სხვა პარამეტრები.

ყველა ახალი ამბავი
0