მრავალი მუქარისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე გასაჯაროების მიუხედავად ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებას არ უმალავს.
შოუბიზნესის ხმაურიანი წევრი გულახდილობით ყველასგან გამოირჩევა – საქართველოში პირველია, რომელიც ქართული PLAYBOY-სთვის გაშიშვლდა და ამის მერე მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ წყდება.
ნინა წკრიალაშვილზე ათას ჭორ-მართალს ამბობენ. ვარსკვლავის პირადი ცხოვრება, მუსიკალური კარიერა, სამოდელო სფერო, მამაკაცებთან ურთიერთობა – არ არსებობს თემა, რომელზეც ერთი ჭორი მაინც არ გსმენიათ, ან არ წაგიკითხავთ. მომღერალიც არასდროს მალავს პირად ცხოვრებას და სკანდალებში ხშირად ხვდება.
ტელეწამყვანმა Facebook-ის საშუალებით ახალი ფოტო გაავრცელა, რომელზეც უცნობ მამაკაცთან ერთად არის ლიბანში. ნინა წკრიალაშვილმა სიტყვების ნაცვლად ფოტოს გულის სმაილი დაურთო და, რა თქმა უნდა, კომენტატორებში ხმაური გამოიწვია.
მომღერლის, სავარაუდოდ, ახალი შეყვარებული 50 წლამდე ასაკის ილიას აზარია. იგი წარმოშობით ლიბანიდანაა და ამაჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. როგორც Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ნინა ცოტა ხნის წინ საბერძნეთს სტუმრობდა, სადაც ილიასთან და მის მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივი დრო გაატარა.
ნინას ფოტოს კომენტარებში გამოეხმაურნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, პროდიუსერი ნატო დუმბაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები, რაც მეტად აჩენს ეჭვს, რომ ეს ნინას მორიგი ხუმრობა არ არის.
გამორჩეული ქართველი ვარსკვლავის თაყვანისმცემლები გაოცებას, სიხარულსა და პოზიტიურ კომენტარებს არ იშურებენ: „ძალიან მშურს შენი!“, „ეს ის არის, რაც ჩვენ გვგონია?”, „მხოლოდ ტელევიზიიდან გიცნობ, მაგრამ მინდა ბედნიერი იყო“.
რამდენიმე თვის წინ ნინა წკრიალაშვილი სკანდალში გაეხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ღიად ისაუბრა. სკანდალი ბიზნესმენ გიორგი შელეგიას, იგივე "ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია და ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.