Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნინა, მშურს შენი, ბედნიერი იყავი“ – ნინა წკრიალაშვილი მეგობარი კაცის ფოტოებს ასაჯაროებს

© FB/ Nina Tskrialashviliნინა წკრიალაშვილი
ნინა წკრიალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპატაჟური და ხმაურიანი მომღერალი ახალ მეორე ნახევარს არ მალავს.

მრავალი მუქარისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე გასაჯაროების მიუხედავად ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებას არ უმალავს.

შოუბიზნესის ხმაურიანი წევრი გულახდილობით ყველასგან გამოირჩევა – საქართველოში პირველია, რომელიც ქართული PLAYBOY-სთვის გაშიშვლდა და ამის მერე მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ წყდება.

ნინა წკრიალაშვილზე ათას ჭორ-მართალს ამბობენ. ვარსკვლავის პირადი ცხოვრება, მუსიკალური კარიერა, სამოდელო სფერო, მამაკაცებთან ურთიერთობა – არ არსებობს თემა, რომელზეც ერთი ჭორი მაინც არ გსმენიათ, ან არ წაგიკითხავთ. მომღერალიც არასდროს მალავს პირად ცხოვრებას და სკანდალებში ხშირად ხვდება.

ტელეწამყვანმა Facebook-ის საშუალებით ახალი ფოტო გაავრცელა, რომელზეც უცნობ მამაკაცთან ერთად არის ლიბანში. ნინა წკრიალაშვილმა სიტყვების ნაცვლად ფოტოს გულის სმაილი დაურთო და, რა თქმა უნდა, კომენტატორებში ხმაური გამოიწვია.

მომ­ღერ­ლის, სავარაუდოდ, ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რია. იგი წარ­მო­შო­ბით ლი­ბა­ნი­და­ნაა და ამა­ჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს. რო­გორც Facebook-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ნინა ცოტა ხნის წინ სა­ბერ­ძნეთს სტუმ­რობ­და, სა­დაც ილი­ას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივი დრო გაატარა.

ნინას ფოტოს კომენტარებში გამოეხმაურნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, პროდიუსერი ნატო დუმბაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები, რაც მეტად აჩენს ეჭვს, რომ ეს ნინას მორიგი ხუმრობა არ არის.

გამორჩეული ქართველი ვარსკვლავის თაყვანისმცემლები გაოცებას, სიხარულსა და პოზიტიურ კომენტარებს არ იშურებენ: „ძალიან მშურს შენი!“, „ეს ის არის, რაც ჩვენ გვგონია?”, „მხოლოდ ტელევიზიიდან გიცნობ, მაგრამ მინდა ბედნიერი იყო“.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ცე­მა „ფა­რულ კონ­ვერ­ტში“ ღიად ისა­უბ­რა. სკანდალი ბიზ­ნეს­მე­ნ გი­ორ­გი შე­ლე­გიას, იგი­ვე "ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია და ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0