ბელკინა: Sputnik-მა და RT-მ ვაკუუმი შეავსეს

გამოწერა
მედიამეინსტრიმი აკრიტიკიებს RT-სა და Sputnik-ს, მაგრამ ფულს იხდიან მათი კონტენტისთვის, ვინაიდან ეს უკანასკნელები სხვებზე ფართოდ მუშაობენ...

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მედიამეინსტრიმი აკრიტიკიებს RT-სა და Sputnik-ს, მაგრამ ფულს იხდიან მათი კონტენტისთვის, ვინაიდან ეს უკანასკნელები სხვებზე ფართოდ მუშაობენ, განაცხადა RT-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ანა ბელკინამ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში. 

პროექტი  SputnikPro - Sputnik საქართველო
SputnikPro: RT-ის ტოპ-მენეჯერისგან ყველაფერი ანტიკრიზისულ PR-ზე ფეიკ-ნიუსის ეპოქაში

აღნიშნული ბელკინამ საქართველოში მედიამენეჯერებისთვის, ჟურნალისტებისა და PR-მენეჯერებისთვის შექმნილ SputnikPro-ს ახალი მოდულის ფარგლებში განაცხადა.

„ისტორიები მთელ მსოფლიოში ბევრია, მაგრამ მედია ერთი და იგივე ხუთ ისტორიას ატრიალებს. აქ ჩვენ საკუთარი ნიშა ვიპოვეთ. ამ მედიასაშუალებებმა შექმნეს ვაკუუმი, რომელიც ჩვენ შევავსეთ... RT და Sputnik-ი უფრო ფართოდ მუშაობენ და წინ უსწრებენ დადგენილი სქემით მომუშავე მედიასაშუალებებს“, — აღნიშნა ბელკინამ.

მან ხაზგი გაუსვა, რომ RT — ეს - რვა არხი, ექვსი ენა და Youtube-ზე მიღწევებია.

„საძაგლობას, საძაგლობას წერენ ჩვენზე, მაგრამ კონტენტისთვის ფულს იხდიან“, — ამბობს ბელკინა.

ყველა ახალი ამბავი
0