ბათუმში ექიმმა საავადმყოფოს ეზოში კარვები გაშალა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის ავტომობილი ბათუმში
საპატრულო პოლიციის ავტომობილი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საავადმყოფოს კერძო მესაკუთრეზე გაყიდვა სურთ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ბათუმის კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა ბენო ჭელიძემ მომხრეებთან ერთად საავადმყოფოს ეზოში კარვები გაშალა – ის ახალი შენობის ტექნიკურად აღჭურვის სასწრაფოდ დასრულებასა და მედპერსონალის მუშაობის აღდგენას მოითხოვს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა

ჭელიძე არ გამორიცხავს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან ერთ-ერთი კერძო კომპანია საავადმყოფოს შესყიდვით არის დაინტერესებული. ამასთან დაკავშირებით ექიმმა 25 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უარყო. უწყების ცნობით, საავადმყოფო სახელმწიფო დაწესებულებად დარჩება.

განახლებული რესპუბლიკური საავადმყოფო ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო. ის 21,5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

პროექტის თანახმად, მრავალპროფილური საავადმყოფო უნდა შედგებოდეს რამდენიმე ბლოკისგან და სტაციონარში 170 ადამიანის მისაღებად იყოს მზად.

ყველა ახალი ამბავი
0