11:33 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
კომიტეტის სხდომა პარლამენტში

არა ჩაწყობილ მატჩებს! პარლამენტი კანონს შეიმუშავებს

© photo: Parliament of Georgia / FB
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (577)
72 0 0

დეპუტატის აზრით, სახელმწიფო ფეხბურთში დიდ თანხას დებს და ფულის ხარჯვა უნდა გაკონტროლდეს.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში საფეხბურთო მატჩების შედეგების მანიპულირებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართება, განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა.

გარიგებული მატჩების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით" – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93,5 ათასი ლარი.

ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ჩაწყობილი მატჩების გამოვლენილი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საკითხი უფრო ღრმა განხილვას საჭიროებს.

„პარლამენტს, კომიტეტს უახლოეს მომავალში გვექნება საკომიტეტო მოსმენა ამ თემაზე, რომლის დროსაც, ის პირები, ვინც ჩართული არიან ამ პროცესებში, ჩავატარებთ მოკვლევას და უფრო დეტალურად გავიგებთ, თუ რა ხდება ამ მიმართულებით", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი განცხადებით, აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება, რადგან მთავრობა ქართული ფეხბურთის დაფინანსებაში დიდ თანხას დებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული ეფექტურად იქნას გამოყენებული.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთანხმებით, 2019 წლის 3 აპრილს გარიგებული მატჩი მოაწყვეს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიის" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საფეხბურთო კლუბებს შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს (1:3).

ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 19 მაისს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოხდა. საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან" შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით წააგეს (0:2).

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით), რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (577)

მთავარი თემები