ორ დღეში ორჯერ: საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / Stringerსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წალკასთან მიწისძვრა გუშინ, თბილისის დროით 15:08 საათზეც დაფიქსირდა.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისიდან 59 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:34 საათზე დაფიქსირდა.

ცენტრის ინფორმაციით, 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი წალკიდან 16 კილომეტრში და სოფელ ფარავნიდან 7 კილომეტრში მდებარეობდა, სიღრმე კი 10 კმ იყო.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წალკასთან მიწისძვრა გუშინ, თბილისის დროით 15:08 საათზეც მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0