21:33 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
ვაკის პარკი გამარჯვების დღე

აქცია, კონტრაქციები და დაკავებები: ხმაურიანი 9 მაისი თბილისში

© Sputnik / Alex Shlamov
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
196 0 0

ვაკის პარკთან და თავად პარკში, სადაც ყოველი წლის 9 მაისს ტრადიციულად იკრიბებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და ასევე რამდენიმე კონტრაქცია ჩატარდა.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ვაკის პარკთან, სადაც დღეს ფაშიზმზე გამარჯვების სადღესასწაულო ღონისძიებები ტარდებოდა, ხუთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სამი ადამიანის დაკავების თაობაზე. 

დილიდან ვაკის პარკთან და თავად პარკში, სადაც ყოველი წლის 9 მაისს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ტრადიციულად იკრიბებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და ასევე რამდენიმე კონტრაქცია ჩატარდა.

კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ვაკის პარკთან დილიდან იყო მობილიზებული პოლიცია. შსს-მ ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილა მხარეები, დაეცვათ კანონი, მაგრამ წესრიგის დამრღვევები მაინც გამოჩნდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულთაგანი „უკვდავი პოლკის“ წევრი, 50 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც „თავისუფლების ქარტიის“ დარღვევაში ედება ბრალი. მამაკაცს ხელში დიდი საბჭოთა დროშა ეჭირა ხელში.

День победы 9 мая 2019
© Sputnik / Alex Shlamov
9 მაისი ვაკის პარკში

აღსანიშნავია, რომ კანონი „თავისუფლების ქარტია“ კრძალავს კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებას და იდეოლოგიების პროპაგანდას.

ყველა დანარჩენი დაკავებული კონტრაქციების მონაწილე იყო. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი.

სამართალდამცველებმა ისინი ხელწერილით გაათავისუფლეს, ხოლო საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

მთავარი თემები