ჰაერის დაბინძურების დონე თბილისში საგანგაშოა: პარლამენტი ზომებს მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerსაცობი თბილისში
საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევა შეიცავს უწყებებისადმი რეკომენდაციებს ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ პირველი თემატური მოკვლევა ჩაატარა.

„გაფიცვა ქალაქისთვის“ – სტუდენტები და მოსწავლეები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ>>>

კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი, სამშენებლო და ბუნებრივი მტვერი. ასევე პრობლემას წარმოადგენს მცენარეების ნაკლები რაოდენობა, ნაკლები ტენიანობა და ქუჩების მორწყვა, საწვავის ხარისხი და მისი მონიტორინგი. კვლევაში ცალკე თავი ეთმობა ჰაერის დაბინძურების ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია: ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

„ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გაუმართავი ავტოტრანსპორტი გვყავს. რა თქმა უნდა, საწვავის ხარისხი და მონიტორინგიც ნაწილობრივ პრობლემად ითვლება. სამშენებლო მტვერიც დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით მძიმე ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის კუთხით, ისევე, როგორც ბუნებრივი მტვერი“, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ.

მთავარ რეკომენდაციას წარმოადგენს საკითხისადმი ერთიანი მიდგომის ფორმირება, უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, რომლებიც ჩართული არიან ამ საკითხში როგორც მონიტორინგის, ისე აღსრულების კუთხით. მთლიანობაში 40 რეკომენდაციაა შემუშავებული.

„დარწმუნებული ვარ, ის შემჭიდროებული ვადები, რაც ამ რეკომენდაციებით გვაქვს მითითებული, საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ვიგრძნოთ სხვაობა ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე ნორმას 2,9-ჯერ აღემატება. სოფელ აბასთუმანშიც კი, რომელიც საქართველოს სამთო-კლიმატურ კურორტს წარმოადგენს, ჰაერის დაბინძურების დონე დაშვებულ ნორმას 0,5-ჯერ აჭარბებს. ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებების შედეგად ქვეყანაში ყოველწლიურად 7 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის რვა ბავშვი.

საქართველოში ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა>>>

ჰაერის დაბინძურების მიზეზი ძალზე ბევრია: ავტომობილების რაოდენობის ზრდა და, შესაბამისად, გამონაბოლქვის მატება, მწვანე ნარგავების ნაკლებობა ქალაქის ცენტრში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძველებული ავტოპარკი – ავტობუსები და მიკროავტობუსები.

 

ყველა ახალი ამბავი
0