„იმერეთის“ ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის მიზეზი დაუდგენელია

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიСвятки в Новгородской области
Святки в Новгородской области - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

დღეს, 18:11 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის, თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ავარიის აღმოფხვრას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა.

„ავარია ლიკვიდირებულია. ელექტროენერგია მიეწოდება საქართველოს ყველა რეგიონში. მიზეზების (ავარიის - რედ.) დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია. დაიწყება მიზეზების შესწავლა. ელექტროენერგია გაითიშა თბილისის ზოგიერთ რაიონში, ზესტაფონში, გორში, ხაშურში, ასევე მაღალმთიან აჭარაში“, - განუცხადა სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

ყველა ახალი ამბავი
0