21:19 18 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0456
  • 100 RUB4.2150
  • USD2.6931
ნოტრ-დამი ცეცხლში

საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი პოსტებს აქვეყნებენ: „შოკირებული ვარ მომხდარით“

© REUTERS / BENOIT TESSIER
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
134 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პარიზში იმყოფებიან, რომ თავი შეიკავონ ტაძრის ახლოს ტერიტორიაზე მისვლისგან. 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ შოკირებულია ზიანის მასშტაბით, რომელიც ხანძარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრს მიაყენა. ამის თაობაზე პრემიერმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა. 

ძლიერი ხანძარი ნოტრ-დამში დღეს, ორშაბათს გაჩნდა, რომლის შედეგადაც ჩამოინგრა სამრეკლო და სახურავის ნაწილი, მოწყდა საათი. ადგილზე 400-მდე მეხანძრე და ტექნიკა მუშაობს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ჯერ ვერ ხერხდება. 

„შოკირებული და შეძრწუნებული ვარ ზიანის მასშტაბით, რომელიც ხანძრის შედეგად მიადგა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ პარიზისა და საფრანგეთის გვერდში ვართ“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პოსტში. 

​ფრანგი ხალხისადმი მხარდაჭრა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელი პარიზშია დაბადებული და გაზრდილი.

„მე თვალყურს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრში. ასეთ დროს საქართველო მხარს უჭერს ფრანგ ხალხს“, -წერს პრეზიდენტი „ტვიტერის“ მიკრობლოგში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პარიზში იმყოფებიან, რომ თავი შეიკავონ ტაძრის ახლოს ტერიტორიაზე მისვლისგან. 

მთავარი თემები