საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

© photo: Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს იალღუჯთან, კოჯორსა და ტაბახმელასთან 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილებს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ქვეყნის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური. 

მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გვირგვინით შეამკეს  1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ  მამულიშვილთა მემორიალი.

„ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და მათი გმირობის შედეგად არსებობს საქართველო“, —განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ფოტოგამოფენა პარლამენტის ეზოში, რომელიც იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნა, და დაესწრნენ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სამლოცველოში.

 

ყველა ახალი ამბავი
0