მამუკა ხაზარაძე: ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა

© photo: Anaklia Port / FBმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ბანკის წინააღმდეგ მიმართული უთანასწორო და უსამართლო ომია და თანამშრომლებს გვერდში დგომისა და ხანგრძლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, წერს TBC Holding-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე თანამშრომლებისთვის ელექტრონულად დაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში.

TBC Bank–ი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით ეროვნულ ბანკთან მუშაობას გააგრძელებს>>>

ტელეკომპანია Rustavi2-ის ცნობით, TBC Bank-ის 7 ათას თანამშრომელს ელექტრონული წერილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პრესკონფერენციამდე ერთი საათით ადრე დაეგზავნა. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ბანკის წინააღმდეგ მიმართული უთანასწორო და უსამართლო ომია და თანამშრომლებს გვერდში დგომისა და ხანგრძლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს. 

განმუხური - Sputnik საქართველო
TBC Bank-ის დამფუძნებელმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა

„ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს... ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში", – ნათქვამია განცხადებაში.

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: TBC Bank-ის ირგვლივ შექმნილი ვითარება პოლიტიკას არ უკავშირდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) 14 თებერვალს ხელმოწერის უფლება შეუჩერა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. ბანკმა რეგულატორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც კატეგორიულად უარყვეს კანონის დარღვევა. ხაზარაძის სიტყვებით, 11 წლის წინანდელი საქმე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ან რაიმე სხვა კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

მთავარმა პროკურატურამ უკვე გაავრცელა ხაზარაძის დაკითხვის დეტალები, რომლის მიხედვით, პროკურორთან საუბრისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ თანხა ავთანდილ წერეთელს კრედიტით მის ბანკში ჰქონდა აღებული.

შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც აცხადებს, რომ ენდობა ეროვნულ ბანკს და TBC Bank-ის ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0