ვითარება საქართველოს გზებზე: დაწესდა შეზღუდვები

© photo: Sputnik / Stringerსპეცტექნიკა გზებზე
სპეცტექნიკა გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. თოვლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

შეზღუდვა არ ვრცელდება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტზე.

ყველა ახალი ამბავი
0