ახალგაზრდა ქართველი უცოლო მამაკაცების ტოპ-5

© photo: Giorgi Giligashvili / FBგიორგი გიგილაშვილი
გიორგი გიგილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვალენტინობის დღეს ბევრი ფიქრობს, თუ სად და ვისთან გაატაროს ეს დღე...

ზოგადად, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც შეყვარებულების დღეს მოუთმენლად ელოდება და მას საკუთარ რჩეულთან ატარებს, და ისინი, ვინც არ ცნობს ამ დღეს.

„Sputnik–საქართველო" მესამე კატეგორიის ადამიანების დახმარებას შეეცდება, რომლებიც ამ დღესასწაულს ნეიტრალურად უდგებიან. თუმცა, თუ გულისსწორი არ გყავთ, რატომ უნდა გაატაროთ ეს დღე უქმად?

სპეციალურად მანდილოსნებისთვის „Sputnik–საქართველო" ქართველი მამაკაცების ტოპ-5-ს წარმოგიდგენთ, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს. გვსურს დაგამშვიდოთ - ისინი არიან ახალგაზრდა, სიმპათიური და თავისუფალი მამაკაცები.

გიორგი გილიგაშვილი

© photo: Giorgi Giligashvili / FBგიორგი გილიგაშვილი
ახალგაზრდა ქართველი უცოლო მამაკაცების ტოპ-5 - Sputnik საქართველო
გიორგი გილიგაშვილი

ეს კაცი საქართველოს სექს-სიმბოლოდ იქცა. ხოლო მისი ფრაზა „ჩემმა მზემ" მთელი საქართველოსთვის ნაცნობია. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ გიორგის ძალზე უჩვეულო საუბრის მანერა აქვს, რომელიც პირველივე წუთებში ატყვევებს ირგვლივ მყოფთ. გიორგი სიამაყით ატარებს ქართულ ჩოხას, არის მსახიობი, მოდელი, ამასთან, მშვენივრად ცეკვავს. მან ცეკვის ნიჭი ტელე-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" დაამტკიცა.

გიორგი მაკარიძე

© photo: courtesy of Giorgi Makaridzeგიორგი მაკარიძე
ახალგაზრდა ქართველი უცოლო მამაკაცების ტოპ-5 - Sputnik საქართველო
გიორგი მაკარიძე

წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს. თუ თქვენ ფეხბურთში არაფერი გაგეგებათ, არ ინერვიულოთ, მაკარიძის დანახვისთანავე ასეთ ნიუანსებს ყურადღებას აღარ მიაქცევთ.

28 წლის სპორტსმენმა საფეხბურთო კარიერა 2006 წელს დაიწყო და დღემდე აგრძელებს. დღეისათვის იგი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მეკარეა, გარდა ამისა, იგი პორტუგალიურ კლუბ "ვიტორია სეტუბალში" თამაშობს.

ირაკლი მაქაცარია

© photo: courtesy of TheBachelorUaირაკლი მაქაცარია
ახალგაზრდა ქართველი უცოლო მამაკაცების ტოპ-5 - Sputnik საქართველო
ირაკლი მაქაცარია

რომანტიკული რეალითი-შოუ Холостяк-ის მონაწილე დღემდე უცოლოდ დადის მიუხედავად იმისა, რომ მისი გულის დასაპყრობად 30 უკრაინელი ლამაზმანი იბრძოდა. მაღალი, ათლეტური, ქერათმიანი, ცისფერი თვალებით... რომელი ქალის გული გაუძლებს ამას?! გოგონებო, გაბედეთ! ამ მომენტისთვის მაქაცარიას გული ჯერ კიდევ თავისუფალია!

გიორგი ჩაკვეტაძე

© photo: Georgian Football Federation / FB გიორგი ჩაკვეტაძე
ახალგაზრდა ქართველი უცოლო მამაკაცების ტოპ-5 - Sputnik საქართველო
გიორგი ჩაკვეტაძე

თუ 19 წლის ფეხბურთელის Instagram-ს გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ სპორტსმენი მთლიანად საკუთარ კარიერაზეა გადართული. ფოტოებს შორის იშვიათად თუ შეგხვდებათ სხვადასხვა მოგზაურობის ამსახველი კადრები.

და ამაში გასაკვირი რა არის?! ახალგაზრდა მთლიანად კარიერაზე ფიქრობს. ასეთ პერსპექტიულ ახალგაზრდაზე კი, ალბათ, არც ერთი გოგო არ იტყვის უარს!

მიხეილ გავაშელი

© photo: Michael Gavasheli / FBმიხეილ გავაშელი
ახალგაზრდა ქართველი უცოლო მამაკაცების ტოპ-5 - Sputnik საქართველო
მიხეილ გავაშელი

ჩვენ ტოპ-ხუთეულს თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ იგი საკმაოდ მოკლე პერიოდში გახდა პოპულარული – თავიდან სრულმეტრაჟიან ფილმში „ჩრდილოეთის ქარი" მიიწვიეს, რომლის გადაღებებიც ამ დრომდე გრძელდება. მოგვიანებით კი ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „ალისა" ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. გოგონებო, გაითვალისწინეთ და თვალი დაადგით!

 

ყველა ახალი ამბავი
0