რა კავშირშია გაზის მილი, წყალი და „სკოჩი“, ანუ გაზმომარაგება ქუთაისურად

© Photo: courtesy of Miho NeimanПрохожие на улице Кутаиси
Прохожие на улице Кутаиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის განცხადებით, გაზის მილებში წყალი მოედინება.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბუნებრივი აირის მილს წყლის მილი მიართეს, იუწყებიან ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
ყაზტრანსგაზ-თბილისი: ერთ თვეში 2 381 გაზის დანადგარი ჩაიხსნა

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შემდეგ ადგილობრივებს ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდებათ.

მოსახლეობის განცხადებით, ბუნებრივი აირის მილებში წყალი მოედინება.

ქუთაისელებს გაზმომარაგება რამდენიმე კვირაა პრობლემად ექცათ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალანჩივაძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილები, საიდანაც გაზი ჟონავდა, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებმა წებოვანი ლენტით შეფუთეს და ასე გააჩერეს გაჟონვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0