საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კიდევ ექვს ობიექტს მიენიჭა

გამოწერა
ობიექტებს შორისაა უძველესი სადგომი მარნეულთან ახლოს და სოფელ გომბორში არსებული ხიდი.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი კიდევ ექვს ობიექტს მიენიჭა – ისინი ჩვ.წ.აღ-მდე V–IV ათასწლეულებიდან ХIХ საუკუნემდე პერიოდით თარიღდება. 

ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს>>>

შესაბამისი ბრძანება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული, რომელსაც ხელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აწერს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი გახდნენ შემდეგი ობიექტები:

ხიდი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი, XIX საუკუნე;

„ბნელა საყდარი“ – სამეკლესიანი ბაზილიკა, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კევლიანი, VII საუკუნე; 

იმერული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ენეოლითური სადგომი – მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასუმლო, ძვ.წ. V–IV ათასწლეული;

სართიჭალის ობელისკი – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა, 1849 წელი;

ქვემო ბოლნისის წმ. ნინოს ეკლესია – ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოლნისი, IX-X საუკუნეები;

ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკა – ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოლნისი, VI საუკუნე.

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო იუნესკოს 2003 წლის კონვენციის თანახმად ფუნქციონირებს 2008 წლიდან. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციის თანახმად, სააგენტოს მიზანს თავისი ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშების რეგისტრაცია, შენახვა, კვლევა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0