06:18 24 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0162
  • 100 RUB4.0543
  • USD2.6598
ბედნიერების მონუმენტი

თბილისში ბედნიერების ძეგლი დადგეს

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (962)
116910

ძეგლი არქიტექტორმა ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეის ავტორი კი პროფესორი არსენ გვენეტაძეა.

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ ბედნიერების ძეგლი დაიდგა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ძეგლი არქიტექტორმა ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეის ავტორი კი პროფესორი არსენ გვენეტაძეა.

ძეგლზე დატანილია ოლიმპიურ ფერებში შეღებილი ხუთი რკალი, რაც ხუთ კონტინენტს ნიშნავს. ძეგლის თავზე გამოსახულია ნოტები და სამეცნიერო სიმბოლიკა – მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის საილუსტრაციოდ, თავზე კი სკულპტურას დიდი მზის ფიგურა ადგას.

„ეს იდეა წლინახევრის წინ დამებადა. ლევან ვარდოსანიძემ ესკიზი შექმნა. უნივერსიტეტმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც სიამოვნება და ბედნიერება მხოლოდ თავისთვის არ უნდა, უზრუნველყო მისი დადგმა“, – განაცხადა არსენ გვენეტაძემ.

2018 წელს საქართველომ ბედნიერების ინდექსით რეიტინგში, რომელიც სპეციალურად მომზადდა გაეროსთვის, მსოფლიოს 156 ქვეყანას შორის 128-ე ადგილი დაიკავა.

 

თემები:
თბილისი დღეს (962)

მთავარი თემები