ვინ არ შემოუშვეს საქართველოში 2018 წელს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ გამოაქვეყნა მონაცემები ქვეყნიდან დეპორტირებულებისა და მათ შესახებ, ვინც 2018 წელს საქართველოში არ შემოუშვეს.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2018 წელს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა 16 ათასზე მეტ უცხოელს – ეს ერთი წლის წინანდელ მონაცემზე თითქმის ორჯერ მეტია, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

გასულ წელს საქართველოს უცხოელების რეკორდული რაოდენობა სტუმრობდა. საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყნის საზღვრები დაახლოებით 8,7 მილიონჯერ გადაკვეთეს, აქედან დაახლოებით 4,8 მილიონჯერ – ტურისტული მიზნით. ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ეწვია.

ყველაზე მეტი უარი ქვეყანაში შემოსვლაზე უთხრეს ირანის მოქალაქეებს. ამის შემდეგ მოდიან ინდოეთისა და რუსეთის მოქალაქეები.

ქვეყნების ხუთეული, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე ხშირად უთხრეს უარი:

ირანი 3 224
ინდოეთი 2 254
რუსეთი 943
სირია 765
თურქეთი 744

 

ამასთან, გასულ წელს საქართველოდან გააძევეს 98 უცხოელი. მათ შორის იყვნენ თურქეთის, ბანგლადეშის, ირანის, აზერბაიჯანის, შრი-ლანკის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა>>

საქართველოში ყოფნის წესებს (უვიზოდ ყოფნის ვადა ან რომელიმე შესაბამისი დოკუმენტის არქონა) ყველაზე მეტად არღვევენ ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0