საქართველოში მართვის მოწმობის ჩამორთმევით ათობით მძღოლი დაისაჯა

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 ადამიანიდან, რომლებმაც ჩამორთმეული მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენა გადაწყვიტეს, 13-მა გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2018 წელს მართვის მოწმობა ჩამოართვეს 124 მძღოლს, რომლებმაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ამოწურეს წლიური ლიმიტი – 100 ქულა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

იმისთვის, რომ მართვის მოწმობა მოქალაქემ ვადაზე – 1 წელზე ადრე დაიბრუნოს, მან გამოცდა ხელახლა უნდა ჩააბაროს. 20 ადამიანიდან, რომლებმაც ჩამორთმეული მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენა გადაწყვიტეს, 13-მა გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო.

თბილისის გზებზე - Sputnik საქართველო
„ჭკვიანი კამერები“ მოქმედებაში - სიჩქარის გადაჭარბების რიცხვმა 37 ათასს გადააჭარბა

საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები 2017 წლის ზაფხულში გაამკაცრეს. მას შემდეგ ქვეყანაში ე.წ. ქულების სისტემა მოქმედებს – მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლი კარგავს მართვის მოწმობას. ამის შემდეგ მან ან ხელახლა უნდა ჩააბაროს გამოცდები, ან დაელოდოს ერთი წლის გასვლას.

გზებზე დარღვევების აღკვეთის ფარგლებში 2017 წლის ნოემბრიდან საქართველოში ასევე ამუშავდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებს და ჯარიმას წერს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 646 „ჭკვიანი კამერაა" დამონტაჟებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0