ვითარება გზებზე: სომხეთთან საზღვრისკენ შეზღუდვებია დაწესებული

© photo: Roads Department of Georgia / FBსატვირთო ავტომობილები
სატვირთო ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის რესპუბლიკასთან საზღვრისკენ აკრძალვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ლიპყინულის გამო სომხეთის საზღვართან ავტოსატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის საავტომობილო გზის 75-97 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0