ვითარება გზებზე - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Vakho Naverianiსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები სვანეთის მიმართულებით გზაზე ოთხშაბათიდან მოქმედებდა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სვანეთში კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თეთნულდი - Sputnik საქართველო
თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავში რუსი ტურისტი მოჰყვა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა ოთხშაბათს, ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა. გზის აღდგენა თოვლისგან გაწმენდის შემდეგ, მხოლოდ პარასკევს მოხერხდა.

ამ გზის რამდენიმე მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, სპეციალური რეჟიმები კვლავ შენარჩუნებულია. 70-186-ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

90-186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0