გზა სომხეთთან და თურქეთთან საზღვრების მიმართულებით გაიხსნა

© Facebook / Roads Department of Georgiaთოვლისგან გაწმენდილი გზა
თოვლისგან გაწმენდილი გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალქალაქი-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზები თოვლისგან გაწმენდილია

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ტრანსპორტის გადაადგილების კრძალვა საქართველოს თურქეთთან და სომხეთთან საზღვრების მიმართულებით მოხსნილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ვითარება გზებზე - თოვლი ავტომობილების გადაადგილებას აბრკოლებს>>

შეზღუდვები, ძლიერი ქარის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მოქმედებდა ახალქალაქი-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე.

ამ დროისთვის გზები თოვლისგან გაწმენდილია.

ყველა ახალი ამბავი
0