გზა გუდაურამდე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგზის გაწმენდა გუდაური-კობის მონაკვეთზე
გზის გაწმენდა გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის კვლავ აკრძალულია

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გზა გუდაურამდე მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა, მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშეა შესაძლებელია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზა გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გაიხსნა.

მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, ზვავსაშიშროებაა. ამავე მიზეზით თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები არ დაწყებულა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე - თოვლი ავტომობილების გადაადგილებას აბრკოლებს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის ეს ნაწილი მსუბუქი ავტომობილებისთვის 8 იანვარს დაკეტეს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანებისთვის - 4 იანვარს.

ამავე გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელმაც უკვე მიიღო მსოფლიო აღიარება. აქ 2023 წელს ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდინგში.

2017-2018 წლების ზამთრის სეზონი საქართველოსთვის ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ტურისტების რაოდენობა მთის კურორტებზე, გასულ წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0