ვითარება გზებზე - თოვლი ავტომობილების გადაადგილებას აბრკოლებს

© photo by press-service of Roads Department of Georgiaმცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს საქართველოს რუსეთთან, თურქეთთან და სომხეთთან საზღვრების მიმართულებით

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებთან დაკავშირებით, ქვეყნის საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ ბოლო მონაცემები გაავრცელა.

გზა დაკეტილია საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, ზვავსაშიშროებაა. ამავე მიზეზით თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები არ დაწყებულა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის ეს ნაწილი მსუბუქი ავტომობილებისთვის 8 იანვარს დაკეტეს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანებისთვის - 4 იანვარს.

სატვირთო ავტომობილი გზაზე ზამთარში - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული

ამავე გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაურამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ზვავსაშიშროების გამო, ასევე აკრძალულია გადაადგილება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 173-186-ე კმ (კალა-უშგული) მონაკვეთზე. გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება.

ამავე საავტომობილო გზის 70-173-ე კმ (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30-90-ე კმ (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, 90-173-ე კმ (დიზი-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დაშვებულია.

მებაჟე - Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოში: საბაჟო–გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, მთლიანად აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე.

ახალციხე-ნინოწმინდის გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთის საზღვრისკენ მიდის, 1-36,5-ე კმ მონაკვეთზე, ასევე ახალქალაქი-კარწახის 33-ე კმ მონაკვეთზე თურქეთის საზღვრის მიმართულებით, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ამ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას უწყვეტ რეჟიმში არეგულირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების: საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

ყველა ახალი ამბავი
0