თბილისის მერია „სასწრაფო დახმარების“ ექიმებს გამოექომაგა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციას მიაჩნია, რომ „სასწრაფო დახმარების“ ექიმები თბილისში თავის მოვალეობებს ვერ უმკლავდებიან

თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. თბილისის მერიამ უარყო ბრალდებები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მისამართით გამოთქმული ბრალდებები, თითქოს „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადები გაუმართავად და არაორგანიზებულად მუშაობენ.

ცერცვაძე: H1N1 გრიპის სიმპტომები არ განსხვავდება სხვა გრიპის სიმპტომებისგან >>

საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები გახშირდა, რის გამო „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ამჟამად საქართველოში ასი ათას ადამიანზე 256 დაავადებული მოდის. ოპოზიციამ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გახშირებული გამოძახებების პერიოდში არაორგანიზებულობაში დაადანაშაულა.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გრიპის ვირუსის გამო საჯარო სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა

„გვინდა გამოვეხმაუროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს სასწრაფო დახმარების ბრიგადები გაუმართავად და არაორგანიზებულად მუშაობენ.  ოპოზიციის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები მიზნად ისახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას და ლახავს იმ ექიმების ღირსებას, რომლებიც პროფესიონალურად და პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებით, პრაქტიკულად, საგანგებო რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია პასუხისმგებელია როგორც ცენტრის გამართულ მუშაობაზე, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თითოეული პერსონალის წინაშე და არ დაუშვებს მათი პროფესიული ღირსების შელახვას.

„თბილისის მერია მადლობას უხდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის და მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქალაქს და ყველაფერს აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ მომენტისთვის საქართველოში გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებების გამო 10 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით ადამიანი კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0