05:27 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
სატვირთო ავტომობილი გზაზე ზამთარში

ვითარება საქართველოს გზებზე: უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (260)
115 0 0

კვლავ აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო შენარჩუნებულია ზვავსაშიშროების რეჟიმი.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფასანაური-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთიდან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

კვლავ აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო შენარჩუნებულია ზვავსაშიშროების რეჟიმი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 8 იანვრიდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს.

იმაზე, თუ როდის გაიხსნება საავტომობილო მოძრაობა კობი-გუდაურის მონაკვეთზე, გადაწყვეტილებას სპეციალისტები მიიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე დღეს ჩავლენ.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (260)

მთავარი თემები